უცხოეთში ლეგალურად: საქართველო ემიგრაციის პროცედურას ამარტივებს

© photo: Sputnik / Stringerაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
ზაფხულიდან საქართველოს მოქალაქეები ემიგრაციის ნებართვის მიღებას ონლაინ–განცხადების საფუძველზე შეძლებენ.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები 1 ივნისიდან ემიგრაციის ნებართვის მიღებისთვის განაცხადის გაკეთებას მხოლოდ ელექტრონული ფორმით შეძლებენ. შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში შევიდა. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2020
საქართველოს ემიგრაციის მუზეუმს საჩუქრად უნიკალური არქივი გადაეცა

დღეისათვის ემიგრაციის ნებართვის მიღება შესაძლებელია შესაბამის დიპლომატიურ უწყებაში დოკუმენტების ოფლაინ რეჟიმში წარდგენით. ზაფხულიდან კი საქართველოს მოქალაქეები ამის გაკეთებას მხოლოდ ონლაინ შეძლებენ.

ელექტრონულ განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს: პირადობის მოწმობა, ფოტო, სამხედრო ბილეთი 18-დან 27 წლამდე მამაკაცებისთვის. გარდა ამისა, განცხადებას უნდა ჰქონდეს განმცხადებლის ელექტრონული ხელმოწერა, ხოლო სპეციალისტებს პირის იდენტიფიცირების მიზნით მასთან ვიდეოზარით დაკავშირების საშუალება უნდა ჰქონდეთ.

განმცხადებლის ვინაობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს უარი თქვას განცხადების ელექტრონული ფორმით მიღებაზე.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ემიგრაციაში საქართველოს 105.107 მოქალაქეა. თუმცა არალეგალი ემიგრანტების რაოდენობა გაცილებით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანას ყოველწლიურად 5–8 ათასი ადამიანი ტოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0