საქართველოს ემიგრაციის მუზეუმს საჩუქრად უნიკალური არქივი გადაეცა

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, როგორც ემიგრანტების შთამომავალი, ახალ ექსპოზიციას ერთ-ერთი პირველი გაეცნო.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმს ცნობილი ქართველი ემიგრანტის, პოლიტიკური, სამხედრო და საზოგადო მოღვაწის დათა ვაჩნაძის არქივი გადაეცა.

ლევილის მამულში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება >>

არქივის გადაცემის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო, ამის შესახებ მის Facebook-გვერდზეა ნათქვამი.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ემიგრაციის მუზეუმი კიდევ უფრო გაფართოვდება და მასში ბევრი ნაშრომი იქნება წარმოდგენილი, რადგან ეს საქართველოს ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დიდხანს იყო, ერთი მხრივ, მივიწყებული, მეორე მხრივ, დაბლოკილი და არ იყო აღიარებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად.

კახა წიგნაძე - Sputnik საქართველო
ქართული ქველმოქმედება ესპანეთში, რესტორანი „ქინზა" ბარსელონაში და ნორვეგიელების „აჭარული“

არქივი ეპისტოლარულ მემკვიდრეობას, ხელნაწერებს, ბეჭდურ მასალას, ფოტოებს, პირად დოკუმენტებს მოიცავს, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას დათა ვაჩნაძის შთამომავლებმა მაია ხეჩინაშვილმა და დევი ფირცხალავამ გადასცეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა ბოლომდე გაიაზრონ ემიგრაციის ამ პერიოდის მოვლენები და გაიცნონ ის მნიშვნელოვანი ადამიანები და ქვეყნის დიდი ინტელექტუალური რესურსი, რომელიც უცხოეთში ჩვენი ინტელექტუალური განვითარების ერთგვარი საფუძველი იყო. დღეს აქ ვუყურებ დათა ვაჩნაძის მემუარებს და გასაგებია, რა სიმდიდრე გაგვაჩნია. არ შეიძლება ეს სიმდიდრე დაიკარგოს და არ იყოს ჩვენი შემდგომი განვითარების საფუძველი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დავით (დათა) ვაჩნაძე საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი იყო, სამხედრო მოღვაწე პოლკოვნიკის წოდებით. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი საბჭოს წევრი. ის ასევე იყო „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ (1914-1918) წევრი. გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1927 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან.

დათა ვაჩნაძე არის 4 წიგნისა და 30-მდე სტატიის, აგრეთვე „მოგონებათა რვეულების“ ავტორი. იყო რამდენიმე ქართული ემიგრანტული ორგანიზაციის წევრი.

 

ყველა ახალი ამბავი
0