თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი იაპონიაში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე მეორედ დამარცხდა.
ტოჩინოშინმა, რომელიც მაისის სუპერტურნირზე მე-7 მაეგაშირას რანგშია წარმოდგენილი, ამჯერად ბრძოლა მე-7 მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან დათმო. ლევანს მეტოქემ ოშიდაშის ილეთით აჯობა და გამარჯვება მოიპოვა.
ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე პირველი შეხვედრა იჩინოჯოსთან დათმო, ხოლო გუშინ ცურუგიშოსთან გამარჯვებით ბალანსი დროებით გაათანაბრა. ამჟამად ლევანის ანგარიშზე ერთი მოგება და ორი მარცხია.
ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მეოთხე ბრძოლას მე-6 მაეგაშირა ჰიდენოუმის წინააღმდეგ გამართავს. ჰიდენოუმის ანგარიშზე ორი გამარჯვება და ერთი წაგებული ორთაბრძოლაა.