ქართველმა სუმოისტმა ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIტოჩინოშინი
ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
ქართველი სუმოისტი ტურნირზე მომდევნო ბრძოლას დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირა - ტაკარაფუძის წინააღმდეგ გამართავს.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიაში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

ტურნირის მეორე დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, დოჰიოდან აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ცურუგისიო განდევნა. სუმოისტები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ.

ქართველი სუმოისტი ტურნირზე მომდევნო ბრძოლას დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირა - ტაკარაფუძის წინააღმდეგ გამართავს. მეტოქეები ერთმანეთს სულ ახლახან შეხვდნენ - იმპერატორის საგაზაფხულო თასზე. დაძაბულ ორთაბრძოლაში, რომელიც ერთ წუთზე მეტხანს გაგრძელდა, ტოჩინოშინმა გაიმარჯვა. ამ მომენტისთვის პირადი დაპირისპირების ანგარიშია 13:9 ქართველი გოლიათის სასარგებლოდ.

ზაფხულის ნაცუ ბაშო ტოკიოში 23 მაისამდე გაგრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0