საქართველოში ხვალიდან Sinopharm-ის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დაიწყება

© AFP 2024 / TOFIK BABAYEVვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
საქართველომ Sinopharm-ის პირველი 100 ათასი დოზა აპრილში მიიღო. აღსანიშნავია, რომ პირველი დოზისთვის რეგისტრაცია თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში ორიოდე საათში დასრულდა.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოში ოთხშაბათს, 20:00 საათზე Sinopharm-ის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

საქართველოში ჩინური წარმოების Sinopharm-ის პრეპარატით 18 წელს ზემოთ მოქალაქეთა ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. ვაქცინის მეორე დოზა 21 დღის შუალედით კეთდება.

„Sinopharm-ის მეორე დოზების ვაქცინაცია მოსახლეობას უწევს უკვე 25 მაისის შემდეგ და ხვალ, დღის ბოლოდან, რვა საათიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გახსნის რეგისტრაციის შესაძლებლობას Sinopharm-ის მეორე დოზებზე“, – განაცხადა გაბუნიამ.
 აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
AstraZeneca-ს პრეპარატით 45 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან: იწყება რეგისტრაცია

მისივე თქმით, ქვეყანა Sinopharm-ის ახალ დოზებს, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში მიიღებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ Sinopharm-ის ახალ დოზებს მივიღებთ ივნისის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე, ამასთან დაკავშირებით მომდევნო კვირაში დასრულდება მოლაპარაკებები და უფრო ზუსტ ინფორმაციას გაგაცნობთ. იგივე შეეხება წითელი ჯვრის მიერ ნაჩუქარ 100 000 დოზა Sinopharm-ს, რომლის მოწოდებასაც ველოდებით“, – აღნიშნა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ განმარტება ასევე გააკეთა ვაქცინების მარაგებთან დაკავშირებით. მისი თქმით, Sinopharm-ის დიდი ნაწილი, 40 ათასამდე დოზა უკვე გამოყენებული ან დაჯავშნილია, ხოლო 10 ათასი დოზა გათვალისწინებულია სტრატეგიული ჯგუფებისთვის.

„ესენია პოლიცია, პენიტენციური სისტემა. მოკლე ხანში დაიწყება ვაქცინაცია პენიტენციური სისტემის ფარგლებში. ასევე დაიწყება სტრატეგიული ვაქცინაცია მედიისთვის და ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის. ამ ეტაპზე იქნება შედარებით ნაკლები მოცვით, ვინაიდან დარეზერვებული დოზების უდიდესი ნაწილი დასჭირდება პოლიციას და პენიტენციურ სამსახურს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გარდა ამისა, ხვალ იწყება რეგისტრაცია ასევე AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციაზე 45 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

„AstraZeneca-ს მარაგს რაც შეეხება, დამატებით შემოვიდა 43 ათასი დოზა. ვვარაუდობთ, რომ დამატებით დოზებთან ერთად, შესაძლებელია, 8-10 ათასი თავისუფალი ჯავშანი AstraZeneca-ზე კიდევ გაკეთდეს. გვაქვს მოლოდინი, რომ მალევე დაემატება AstraZeneca-ს დოზები COVAX–პლატფორმიდან, რაც მოგვცემს საშუალებას, მეორე დოზა შესრულდეს უკვე ახალჩამოსული პარტიიდან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვაქცინაცია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
როდის მიიღებს საქართველო Novavax-ის და Johnson&Johnson-ის ვაქცინას – გაბუნიას განმარტება

საქართველომ Sinopharm-ის პირველი 100 ათასი დოზა აპრილში მიიღო. აღსანიშნავია, რომ პირველი დოზისთვის რეგისტრაცია თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში ორიოდე საათში დასრულდა.

ვაქცინაციისთვის საჭიროა სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირება და ვიზიტის დაჯავშნა. ამასთან, მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე 15-22.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც. კორონავირუსის საწინააღმდეგო Novavax-ის და Johnson Johnson-ის ვაქცინებს COVAX–პლატფორმიდან საქართველო, სავარაუდოდ, ივლისში მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0