სამცხე-ჯავახეთში მავნებელი მწერის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს

© photo: National Forestry Agency / FBხაფანგი ტყის მავნებლებისთვის
ხაფანგი ტყის მავნებლებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
მბეჭდავი ქერქიჭამია საქართველოს, განსაკუთრებით კი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტყეებს 70 წელზე მეტია ზიანს აყენებს.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. სამცხე-ჯავახეთში მავნებელი მწერის – მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ, რომელიც ამ რეგიონში განსაკუთრებით არის გავრცელებული, 3 ათასი სპეციალური ფერომონიანი მწერმჭერი განათავსეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

ფაროსანა - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
რაჭაში აზიური ფაროსანას გავრცელების საწინააღმდეგო მონიტორინგი მიმდინარეობს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მწერმჭერების საშუალებით მავნებლის რაოდენობის კონტროლს გეგმავს.

მბეჭდავმა ქერქიჭამიამ (Ipstypographus) რეგიონში ყველაზე მეტად ბორჯომის პლატო დააზარალა.

ქერქიჭამია საქართველოში გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოჰყვა შემოტანილ ხეტყეს და ტყეების ხარისხი საგრძნობლად გააუარესა. თუმცა, სპეციალისტების განცხადებით, მდგომარეობა ამჟამად მნიშვნელოვად გაუმჯობესებულია.

მავნებელ მწერთან ბრძოლა ჯერ კიდევ 2013 წელს 26 ათას ჰექტარ ფართობზე დაიწყეს. ეს ტერიტორია დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა და ძირითადად სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს.

სატყეო სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია ამ ზონის შენარჩუნება ეკოლოგიური მდგომარეობისთვის, ასევე რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის.

მბეჭდავი ქერქიჭამია გავრცელებულია ევროპაში. საქართველოში პირველად 1952 წელს აღმოაჩინეს. შემოჰყვა გაუქერქავ ხეტყეს ჩრდილოეთი რაიონებიდან. მწერი აზიანებს ნაძვს, ფიჭვს, სახლდება მათ ღეროებსა და ტოტებზე.

ყველა ახალი ამბავი
0