რაჭაში აზიური ფაროსანას გავრცელების საწინააღმდეგო მონიტორინგი მიმდინარეობს

© photo: National Food Agency / FBფაროსანა
ფაროსანა - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, რეკომენდაციების გათვალისწინებით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა შარშან მთელი წლის განმავლობაში არ გაჩერებულა.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი რეგიონებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლით ღონისძიებებს ახორციელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლაშა შალამბერიძემ რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც მავნებლის საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში მავნებლის გავრცელების არეალისა და მასშტაბის დადგენის მიზნით მონიტორინგის სისტემები მონტაჟდება. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველ ეტაპზე დაგეგმილია წერტილოვანი წამლობები. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება თერმული ნისლით წამლობა. 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება

„ფუტკრის დაცვის მიზნით სააგენტოს სპეციალისტებმა საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს მეფუტკრე ფერმერებთან, რომელთაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებებისა და ფუტკრის დასაცავად შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.parosana.ge და SMS შეტყობინების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია წამლობის დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.

სააგენტოს ცნობით, ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია ლოკალიზებული. თუმცა, პრევენციის მიზნით, მონიტორინგის სისტემები აღმოსავლეთ საქართველოშიც განთავსდება.

საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.

2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა, პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0