თბილისი, 10 მაისი - Sputnik. თბილისში, დიდუბის რაიონში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანი „რუსთავი2“.
ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
ძლიერი ხანძარია დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზეც, სადაც ცეცხლი მეორადი ტანსაცმლის სამ საწყობში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ექვსი ეკიპაჟი მუშაობს, თუმცა ელოდებიან დამატებით ძალებსაც.