ძლიერი ხანძარი დიდუბეში: ცეცხლი ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliძლიერი ხანძარი დიდუბეში: ცეცხლი ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა
ძლიერი ხანძარი დიდუბეში: ცეცხლი ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. თბილისში, დიდუბის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საწყობში ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი თორნიკე ერისთავის ქუჩაზე მდებარე მეორადი ტანსაცმლის ერთ-ერთ საწყობში ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია ექვსი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

სხვა დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. 

ყველა ახალი ამბავი
0