კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 549-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 322.468-ს მიაღწია.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 549 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 300 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 77, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 45, იმერეთი – 43, ქვემო ქართლი – 22, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 11,  რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10, შიდა ქართლი – 9 , გურია – 9, სამცხე-ჯავახეთი – 7. 
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
COVID-19 საქართველოში – 10 მაისის მონაცემები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.439 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 302.428-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 24 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.305-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 15.709 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.481 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.562, აჭარაში – 490, იმერეთში – 494.

924 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 197 პირი, მათგან თბილისში – 135, აჭარაში – 9, იმერეთში – 16. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 784 ადამიანი, მათ შორის 405 – თბილისში, 352 – აჭარაში. 10.444 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61, ხოლო აჭარაში – 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30.655 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 23.162 პირი, აჭარაში – 1.816, იმერეთში – 1.256.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 549-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 322.468-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0