COVID-19 საქართველოში – 10 მაისის მონაცემები

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 302.428 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.305, კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.481 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 784 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 549-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 322.468-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 302.428 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.439), გარდაიცვალა – 4.305 (ბოლო 24 საათში – 24), კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.481 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 784 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 9.535 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5.665, PCR–ტესტით – 3.870.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,76%, ბოლო 14 დღის – 6,03%, ბოლო 7 დღის – 6,48%.

სულ აცრილია 62.447 პირი, ერთ დღეში აცრილია – 1.089 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0