ID-ბარათები თუ ძველი პირადობის მოწმობები: რაზე მსჯელობენ ოპოზიცია და მმართველი პარტია

© Sputnik / STRINGERგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
მხარეების მთავარი ამოცანა პოზიციების დაახლოებაა და OSCE/ODIHR-ის და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის ასახვა საარჩევნო რეფორმაში

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოში მომავალი არჩევნები შესაძლოა ID-ბარათების და არა ძველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გამოყენებით გაიმართოს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის რეფორმა განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც კაჭრეთში სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა.

არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები შეაფასა

„ერთი კონკრეტული შედეგი შემიძლია გითხრათ, პრინციპში, რაზეც უკვე შევთანხმდით კიდეც – ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება, მხოლოდ ID-ბარათი იქნება, რაც არის უკვე ძალიან მაგარი მიღწევა ერთი საათის მუშაობის შედეგად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფს არჩევნებზე მხოლოდ ID ბარათების გამოყენებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ერთ-ერთ საკითხად განიხილება ისიც, რომ ხომ არ იქნება სწორი, გადავიდეთ მეტი ინტენსივობით ID-ბარათების გამოყენებაზე, თუმცა, ამას თან სდევს გარკვეული პრაქტიკული პრობლემები, აღსრულების ნაწილი და ა.შ. რაზეც ვმსჯელობთ. ჯერ ამ საკითხზე არ შევთანხმებულვართ. ვმსჯელობთ, გარკვეული კონტექსტის გათვალისწინებით, მოქალაქეების ნების საწინააღმდეგო ხომ არ იქნება“, – გააცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
არჩევნები, საჩივრები და კენჭისყრა - ვენეციის კომისიამ ქართული კანონპროექტი გააკრიტიკა

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის ამოცანა არჩევნების ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლებას მოიცავს.

„ჩვენი მთავარი საზრუნავია, რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტიანად და მოქნილად შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს კომფორტული სერვისი, რომ ყოველგვარი გართულების გარეშე მოხდეს საარჩევნო პროცესში ჩართვა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ინიცირებული ცვლილებები ამომრჩეველთა რეგისტრაციის და ხმების დათვლის ელექტრონული სისტემების დანერგვას გულისხმობს, იზრდება საარჩევნო საკითხთან დაკავშირებული საჩივრების შეტანისა და განხილვის ვადები. მომდევნო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-ზე ქვემოთ დადგინდება. კონკრეტული ზღვარი განისაზღვრება შესაბამის საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით გამართული საჯარო და საპარლამენტო დებატების შედეგად.

საპარლამენტო არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
როგორ ჩატარდება საქართველოში არჩევნები? „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მუშაობას შეუდგნენ

ადგილობრივი თვითმმართველობის მომდევნო არჩევნებზე თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის თვითმმართველ ქალაქებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება ოთხი პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება ორი პროპორციული წესით არჩეული წევრი.

საარჩევნო ბარიერი ქალაქის თვითმმართველობებში – თბილისის საკრებულოს შემთხვევაში შეადგენს 2,5%-ს, სხვა თვითმმართველობებში – არაუმეტეს 3,2%-ს. OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად განახლდება.

ყველა ახალი ამბავი
0