არჩევნები, საჩივრები და კენჭისყრა - ვენეციის კომისიამ ქართული კანონპროექტი გააკრიტიკა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
გამოწერა
ვენეციის კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე ელექტრონული კენჭისყრის საკითხს ეჭვის თვალით უყურებს

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ვენეციის კომისიამ ნეგატიურად შეაფასა დაგეგმილი ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შესახებ და რამდენიმე რეკომენდაცია და გაფრთხილება წარმოადგინა.

არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები შეაფასა

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადეს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციურმა პარტიებმა („მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“). პროექტი ინიცირებულია თებერვალში.

მომავალი არჩევნები

მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიამ უარი თქვა 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებში უმრავლესობის დეპუტატების რაოდენობის შემცირების საკითხის შეფასებაზე, და აღნიშნა, რომ ამ ტიპის საარჩევნო სისტემა თითოეული სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა, მაგრამ საარჩევნო ოლქების ფორმირებასთან დაკავშირებით შენიშვნები მაინც გამოთქვა.

მისი აზრით, კანონპროექტის ავტორებმა კიდევ ერთხელ უნდა დაამუშაონ კანონპროექტი საარჩევნო ოლქების ამომრჩეველთა თანაბარი რაოდენობის დაყოფის პრინციპით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა თანასწორობა.

ამასთან, მისი რეკომენდაციით, საარჩევნო ოლქების ფორმირება საზოგადოებასთან გამჭვირვალე კონსულტაციების ფონზე უნდა წარიმართოს.

წინასაარჩევნო აგიტაცია

იმავდროულად, ვენეციის კომისია მიესალმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვებს, მაგრამ გამოთქვა შეშფოთება, რომ წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობის აკრძალვის ფორმულირებამ შეიძლება ხელი შეუშალოს შეკრების თავისუფლების პრინციპს და მოუწოდა, ის უფრო კონკრეტული გახადონ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა: ვენეციის კომისიამ ახალი შენიშვნები გამოგზავნა

ამავე დროს, ვენეციის კომისიამ გამოხატა უკმაყოფილება იმით, რომ კანონპროექტში არ არის ჩადებული საარჩევნო აგიტაციის დროს სამთავრობო რესურსების გამოყენების აკრძალვა.

„წინა არჩევნებში გამოვლენილი ძირითადი პრობლემები: ონლაინ საარჩევნო კამპანიები, რომლებიც საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათებში ხორციელდებოდა; სამთავრობო ვებგვერდების გამოყენება აგიტაციისთვის“, - ნათქვამია დასკვნაში.

კომისიის რეკომენდაციით, უნდა შემუშავდეს კანონმდებლობა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან ასაცილებლად და ამ სამართალდარღვევისთვის დისციპლინური სახდელი დაწესდეს.

კომისია ასევე უკმაყოფილო დარჩა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში საარჩევნო აგიტაციის აკრძალვით და მას „ფრაგმენტული” უწოდა, რადგან ის პრობლემას ვერ გადაჭრის.

კომისიის განმარტებით, არჩევნების დღეს აგიტაცია უნდა აიკრძალოს როგორც კენჭისყრის დღემდე 24 საათით ადრე, ასევე კენჭისყრის დღეს ნებისმიერ ადგილას. გარდა ამისა, ცვლილებებმა უნდა უზრუნველყონ თავისუფალი ხმის მიცემა კონტროლისა და დაშინების გარეშე.

ნიკა მელიას ბილბოლდი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
მელია მერობის კანდიდატად? ახალი განხეთქილება ქართულ ოპოზიციაში

კენჭისყრის დღე

ვენეციის კომისია ეჭვის თვალით უყურებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე ელექტრონული კენჭისყრის საკითხსაც.

„სამართლებრივმა ჩარჩომ სათანადოდ უნდა დაარეგულიროს საარჩევნო პროცესში ხმის მისაცემად ნებისმიერი ახალი ტექნოლოგიის გამოყენება. ამასთან, კანონპროექტი არ შეიცავს რაიმე დებულებას ხმის მისაცემად ელექტრონული საშუალებების გამოყენების შესახებ და მხოლოდ იმას ითვალისწინებს, რომ ელექტრონული საშუალებების გამოყენების წესები უნდა განისაზღვროს ცესკოს დადგენილებით", - ნათქვამია დასკვნაში.

კომისიის რეკომენდაციით, კანონპროექტში უნდა განისაზღვროს ნორმატიული ბაზა ელექტრონული კენჭისყრისთვის და მიეთითოს როგორც დამკვირვებლებისა და კანდიდატებისთვის ტექნოლოგიებზე წვდომის მოცულობა, ასევე შემოწმების ეტაპები, სისტემის მომწოდებლებისა და სახელმწიფო მოხელეების პასუხისმგებლობა. ასევე, კომისიის განმარტებით, ცვლილებებში უნდა იყოს გაწერილი პასუხისმგებლობა დარღვევების გამო, მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა, პროცესის ნებისმიერ ეტაპზე გასაჩივრების შესაძლებლობა.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული საშუალებების ნებისმიერი ახალი გამოყენება საკმარისად იყოს დაგეგმილი და წინასწარ მომზადებული, ასევე ჩატარდეს ამომრჩეველთა ეფექტური ინფორმირება და ტრენინგები არჩევნების მართვის საკითხებზე“, - ნათქვამია დასკვნაში.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნების თარიღი ცნობილი გახდა

საჩივრები

ვენეციის კომისია უკმაყოფილოა კანონპროექტში გაწერილი გასაჩივრების პროცედურით - კენჭისყრის დღეს და არჩევნების შედეგების შეჯამებისას.

კომისიის აზრით, გასაჩივრების პროცედურა უნდა იყოს მარტივი და ფორმალობებისგან თავისუფალი. კომისიის რეკომენდაციით,  გასაჩივრების ვადები უნდა განისაზღვროს როგორც სათანადო ბალანსი - სამართლებრივი დაცვის მოთხოვნის უფლების დაცვასა და საარჩევნო დავების დროული და ეფექტური მოგვარების უზრუნველყოფას შორის.

ამავე დროს, კომისია კმაყოფილია სასამართლოებში საჩივრების განხილვის ვადების გაზრდით, მაგრამ აღნიშნა, რომ იგი სრულად არ შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას და შესთავაზა ყველა ვადის დამატებით გაზრდა.

ყველა ახალი ამბავი
0