რამდენ დევნილ ოჯახს გადაეცემა თბილისში ბინა წლის ბოლომდე

© photo: Sputnikახალი სახლების მშენებლობა თბილისში
ახალი სახლების მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
თბილისში 37,8 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. სახელმწიფო მათ ბინებით ეტაპობრივად უზრუნველყოფს

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. წლის ბოლომდე თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას ჯამში 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს, განაცხადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.

სააგენტოს დირექტორმა თბილისში, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით შესყიდული საცხოვრებელი ფართები მოინახულა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

„260 ოროთახიანი ბინის მშენებლობის ბოლო ეტაპზე გარკვეული შეფერხებები შეიქმნა, სწორედ ამიტომ ადგილზე პირადად გავეცანი ვითარებას და სამშენებლო კომპანიისგან მივიღეთ დაპირება, რომ 260-ვე ბინა უახლოეს მომავალში ორ ნაწილად, მაისისა და ივნისის თვეებში ჩაგვბარდება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

გარდა ამისა, წლის ბოლოს უნდა დასრულდეს ასევე თბილისში კონკურსის საფუძველზე შესყიდული 240 ბინის მშენებლობაც.

ვაშლიჯვარში დევნილთა დასახლება - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გეგმა ცნობილია: უახლოეს წლებში 5 ათასამდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

მისი თქმით, ბინების მშენებლობის პროცესი უწყების მხრიდან  ყოველდღიურად გაკონტროლდება.

ამჟამად საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 286,8 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული. ესაა 90 ათასზე მეტი ოჯახი. თბილისში 37,8 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. სახელმწიფო ეტაპობრივად უზრუნველყოფს მათ ბინებით, თუმცა ხალხს წლობით უწევს რიგში დგომა.

ბინისა თუ სახლის მისაღებად იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი, რის შემდეგაც სააგენტო მათი მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებლის საჭიროების გათვალისწინებით დევნილებს 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს.

ამის შემდეგ კომისია უშუალოდ ადგილზე სწავლობს თითოეული იძულებით გადაადგილებული პირის საკითხს.

თუშეთი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
„სოფლად სახლი“ – დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა

ახალაშენებული ბინები, რომლებსაც სახელმწიფო ყიდულობს და იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცემს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არაა.

სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ და ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.

28 აპრილს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ დაახლოებით 3 ათასი იძულებით გადაადგილებული ოჯახი 2021 წელს ახალ საცხოვრებელს მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური