ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამო“ დაამარცხა

© photo: FC Dinamo Batumi / FBბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი
ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
გამოწერა
ამ გამარჯვების წყალობით ბათუმელებმა თბილისურ გუნდს სატურნირო ცხრილში გაუსწრეს და პირველ ადგილზე გადაინაცვლეს

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ბათუმის „დინამომ“ თავის ახალ სტადიონზე თბილისის „დინამოს“ 1:0 მოუგო. საფეხბურთო მატჩი საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგის მე–12 ტურის ფარგლებში გაიმართა.

ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა.

ბათუმის ახალი სტადიონი - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
ბათუმი საფეხბურთო დღესასწაულისთვის ემზადება

ბათუმელებს მთელი შეხვედრის განმავლობაში სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ. გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქის კარში რვა დარტყმა განახორციელეს, ხოლო თბილისელებმა – მხოლოდ ერთი.

თამაში საკმაოდ უხეშად წარიმართა. ორივე კლუბის ფეხბურთელებმა წესები 35–ჯერ დაარღვიეს, მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა ყვითელი ბარათი ექვსჯერ აჩვენა.

ამ გამარჯვების წყალობით ბათუმის „დინამომ“ თბილისურ გუნდს სატურნირო ცხრილში გაუსწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ორივე გუნდს 25 ქულა აქვს, მაგრამ ბათუმელები დედაქალაქელებს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებენ წინ.

ყველა ახალი ამბავი
0