როგორი ამინდი გველოდება საქართველოში უახლოეს დღეებში

© photo: Sputnikბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
გამოწერა
სპეციალისტები აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია წვიმა, ზოგად სეტყვა, ხოლო ზღვაზე – შტორმი

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. საქართველოში 9 და 10 მაისს ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება. ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

თბილისის ქუჩები - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში: კვირა, 9 მაისი

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან სეტყვა, მაღალ მთაში – თოვლი და დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 3–4 ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0