თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოში კვირას, 9 მაისს უმეტესად მოღრუბლული ამინდი და სუსტი წვიმაა მოსალოდნელი, აცხადებენ სინოპტიკოსები.
მზე თბილისში კვირას 05:48 საათზე ამოვა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით დაფიქსირდება და პლუს 12 გრადუსი იქნება. დღისით კი თერმომეტრის სვეტი პლუს 23 გრადუსამდე აიწევს.
თბილისში ქარის სიჩქარე წამში 10−15 მეტრს მიაღწევს, თუმცა დროდადრო 20-25 მ/წმ-მდე გაძლიერდება.
მზე დედაქალაქში 20:06 საათზე ჩავა.