ფერმერებისთვის აგროქულების გამოყენების ვადა იწურება

© photo: Sputnik / Stringerხულო
ხულო - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
გამოწერა
НовостиTelegram
სააგენტოს ინფორმაციით, 20 მაისის შემდეგ აგრობარათებზე დარიცხული ქულები გაუქმდება და ფერმერები მის გამოყენებას ვეღარ შეძლებენ.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ფერმერებისთვის აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ვადა 2021 წლის 20 მაისს იწურება, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს პროგრამას „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“, რომელიც მიმართულია იმ ფერმერული მეურნეობების განვითარებაზე, რომლებიც რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს ფლობენ. სწორედ მიწის რეგისტრაცია არის დახმარების გაწევის ძირითადი ფაქტორი. 

მოსავლის აღება ახალქალაქში - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2021
რა და რამდენი ითესება საქართველოში: ბოლო მონაცემები

ფერმერებს, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-დან 10 ჰექტრამდე ფართობის დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, აგრობარათებზე ერიცხებათ აგროქულები – 1 ჰექტარზე 200 ლარი. აგრობარათებით ფერმერებს შეუძლიათ სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენა, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდა.

სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამაში უკვე 259.529 ფერმერია ჩართული, დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 33.3 მლნ ლარს აჭარბებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 20 მაისის შემდეგ აგრობარათებზე დარიცხული ქულები გაუქმდება და ფერმერები მის გამოყენებას ვეღარ შეძლებენ. დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.myliberty.ge.

სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამა 2020 წლის 20 მაისს ამოქმედდა ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში. პროგრამის ფარგლებში ფერმერებს აგროქულები დაერიცხათ, რომელთა გამოყენებაც სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად არის შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0