https://sputnik-georgia.com/20210507/gamyreliZe-alkoholis-daleva-vaqcinaciis-Semdeg-251666327.html
გამყრელიძე: ვაქცინირებულებმა ალკოჰოლი დალიეთ, ოღონდ ზომიერად
გამყრელიძე: ვაქცინირებულებმა ალკოჰოლი დალიეთ, ოღონდ ზომიერად
ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ყველაზე აქტუალური კითხვა, რომელიც ვაქცინირებულებს აწუხებთ, ალკოჰოლის მიღების ვადებია. 07.05.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-05-07T14:36+0400
2021-05-07T14:36+0400
2021-10-19T17:55+0400
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251270900_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_3870a991552cc2e9f0823b5f8d011c23.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251270900_133:0:2266:1600_1920x0_80_0_0_779936d2a4e2e42a6495ee33cb035d22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები, ახალი ამბები, საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები, ახალი ამბები, საქართველო
გამყრელიძე: ვაქცინირებულებმა ალკოჰოლი დალიეთ, ოღონდ ზომიერად
14:36 07.05.2021 (განახლებულია: 17:55 19.10.2021) ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ყველაზე აქტუალური კითხვა, რომელიც ვაქცინირებულებს აწუხებთ, ალკოჰოლის მიღების ვადებია.
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ვაქცინაციის შემდეგ მოქალაქეებს შეუძლიათ ალკოჰოლი მხოლოდ ზომიერების ფარგლებში მიიღონ, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გაყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე.
გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ყველაზე აქტუალური საკითხია, თუ როდის შეძლებენ აცრილები ალკოჰოლის მიღებას.
„ამაზე პირდაპირ გიპასუხებთ: ის, რაც ქართველებს გვიყვარს, „დიდი დალევა“ ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი მიზანშეწონილი არ არის. მეც ექიმი ვარ და ვინც მეკითხება, ვეუბნები, ძალიან გთხოვთ, ჩვენ რომ გვიყვარს ერთი და ორი ბოთლის დალევა, ნუ დალევთ, მაგრამ ერთი ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ, როცა გნებავთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთნენ.
ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო.