ვაქცინაცია COVID-19-ზე: დაიწყო ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა რეგისტრაცია

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გამოწერა
როგორც მანამდე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ის კომპანია, რომლის პერსონალის უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, კოვიდ-უსაფრთხო ობიექტად ჩაითვლება.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირთა რეგისტრაცია დაიწყო, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
შეღავათები და კოვიდ-პასპორტები: ვაქცინაციაში ჩართულ პირთა წრე ფართოვდება

რამდენიმე დღის წინ, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც მიმდინარე კვირიდან კორონავირუსზე აიცრებიან. უკვე არსებულ ჩამონათვალს მთავრობის, პარლამენტის წევრები, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ. 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, იურიდიულად რეგისტრირებულ ტურისტულ კომპანიებს, განთავსებისა და კვების ობიექტებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაიარონ ნებაყოფლობითი ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია.

სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე gnta.ge.  

მანამდე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტურიზმის სექტორში დასაქმებული ის კომპანიები, რომელთა პერსონალის უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, კოვიდ-უსაფრთხო ობიექტებად ჩაითვლება.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
რა შემთხვევაში მიიჩნევა ობიექტი კოვიდ-უსაფრთხოდ: თურნავას განმარტება

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა - 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფები ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0