„როდესაც მთელი ცხოვრება – ომია“: მეორე მსოფლიო ომის 103 წლის ვეტერანის ტრაგიკული ისტორია

© photo: Sputnikევდოკია კლიმოვა
ევდოკია კლიმოვა - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
გამოწერა
გამჭოლი მზერის ჭაღარა ქალბატონს ვეკითხები: „რა გსურთ ახლა ყველაზე მეტად?“ ევდოკია დაუფიქრებლად და მშვიდად მპასუხობს: „სიკვდილი“. და ტირის...

ნათია ქვარცხავა

„სიკვდილი მინდა ყველაზე მეტად, - იმეორებდა იგი. - რისთვის ვცოცხლობ, შვილო, ვისთვის? სულაც არ მინდა, მაგრამ ალბათ ღმერთის ნებაა, ასე ვიტანჯებოდე. ჩემ ასაკამდე მოიყარეთ... მაგრამ მეტი არ არის საჭირო...“

ეს ევდოკია კლიმოვაა, 103 წლის, დიდი სამამულო ომის ვეტერანი. როდესაც თავისი ცხოვრების ისტორია მიამბო, ვინანე, რომ კინორეჟისორი ან მწერალი არ ვარ. ასეთი მძიმე ისტორიების მოსმენას ადამიანები ტელეეკრანებიდან და წიგნებიდან არიან შეჩვეული და არა სასიამოვნო მოხუცისგან, რომელმაც ჯოჯოხეთი გამოიარა.

„და რა იყო შემდეგ?“
ევდოკია კლიმოვა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში ცხოვრობს. მას ყოველდღიურად აკითხავს მომვლელი. მოხუცს ხშირად ის ადამიანებიც სტუმრობენ ხოლმე, რომლებისთვისაც მისი ბედი სულ ერთი არ არის. ამიტომ უყვარს ევდოკიას ისინი ძალიან. 

© Sputnik / Vladimir Umikashviliმეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ევდოკია კლიმოვა
„როდესაც მთელი ცხოვრება – ომია“: მეორე მსოფლიო ომის 103 წლის ვეტერანის ტრაგიკული ისტორია - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ევდოკია კლიმოვა

კლიმოვას სახლში სიბერის ნაცნობი სუნი ვიგრძენი. ბინა ოროთახიანი, მაგრამ ფართო და ნათელია. ყვავილებშია ჩაფლული. გუშინ ომის ვეტერანს 103 წელი შეუსრულდა.

ასაკით დამძიმებულ ევდოკიას სიარული უჭირს. მისი პირველივე სიტყვებიდან ჩანს, რომ ჩემ წინ კეთილშობილი და უზომოდ სასიამოვნო ადამიანი დგას. შვილივით მექცევა, ამბობს: „რაც მახსოვს, იმას მოგიყვები. შენ მკითხე, შვილო, რაც გინდა, თუ არ გამახსენდება - რას ვიზამთ?!“

თუმცა მეხსიერება შესაშური აქვს. უბრალოდ შეიძლება ზოგიერთი თარიღისა თუ სახელის გახსენება გაუჭირდეს, სამაგიეროდ ყველა მოვლენის დეტალები მეხსიერებაში ფოტოგრაფიული სიზუსტით აქვს ჩაბეჭდილი.

ოჯახში ევდოკია ძმებთან და დებთან ერთად ცხოვრობდა. „სმოლენსკიდან 17 კილომეტრის დაშორებით, გლეხის ოჯახში ვცხოვრობდით“, – იხსენებს მოხუცი.

„მამას რამდენიმე ძმა ჰყავდა, ამიტომ პაპამ ყველას მიწა გაუნაწილა. ყველა თავის ოჯახს აშენებდა. თავად ჰყიდდნენ რძეს, კარაქს... გვყავდა საქონელი, ქათმები, ბატები“, – იხსენებს ევდოკია ღიმილით. 

როდესაც გოგონას 17 წელი შეუსრულდა, ქალაქში გაემგზავრა, როგორც თავად ამბობს, განათლების მისაღებად და საფეიქრო წარმოების სპეციალობის დასაუფლებლად. მალევე გათხოვდა და 1940 წელს ვაჟი ვოლოდია შეეძინა. „შემდეგ... რა იყო შემდეგ?“ – ძაბავს გონებას ევდოკია. რამდენიმე წამით ჩუმდება. შემდეგ იყო ომი...“

დაკარგვა და შეძენა
დაიწყო ომი და ევდოკია იძულებული გახდა დაევიწყებინა განათლება, ოჯახური ბედნიერება და კიდევ უამრავი სხვა ქალური სურვილი. მხოლოდ ისღა დარჩენოდა – თავი გაეწირა და ომში წასულიყო, როგორც ეს ბევრმა გააკეთა. კლიმოვა ფრონტზე სანიტარად წავიდა. 

© Sputnik / Vladimir Umikashviliმეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ევდოკია კლიმოვა
„როდესაც მთელი ცხოვრება – ომია“: მეორე მსოფლიო ომის 103 წლის ვეტერანის ტრაგიკული ისტორია - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ევდოკია კლიმოვა

„შვილი დედაჩემთან დავტოვე და ფრონტზე წავედი, - იგონებს ევდოკია. - ყველანი ნებაყოფლობით წავედით. ადრე ახალგაზრდობა ასეთი იყო. როცა გერმანელი მოდიოდა, ჩვენ ოკუპაციაში მოვხვდით, პარტიზანებად გავიხიზნეთ. როდესაც 1943 წელს ჩვენებმა მოსკოვი დაიბრუნეს, გერმანელები უკვე გარბოდნენ!“

როგორ მოხვდა ბელორუსიის პირველ ფრონტზე, ევდოკიას აღარ ახსოვს. ეს ფრონტი 1944 წლის 24 თებერვალს შეიქმნა ბელორუსიის, პოლონეთის გასათავისუფლებლად და ბერლინისთვის ბრძოლაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა.

ეს ცხელი დღეები და ღამეები იყო. იმ დროის მოგონებები ევდოკიას მეხსიერებაში ძალიან ბუნდოვანია. აგონდება ცალკეული კადრები, დაბომბვა, მეომრების სიკვდილი, ტკივილი, სიცივე, ცრემლი... კლიმოვა ყოველდღე ცდილობდა დაჭრილების გადარჩენას და ყოველღამ ელოდა განთიადს, როგორც ბედნიერებას. 

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი ჩაურიცხა

„ჯარისკაცებს ვეხმარებოდით, ჭრილობებს ვუხვევდით - აი ასეთი სამუშაო მქონდა. მძიმე იყო. შემდეგ უნგრეთამდე ჩავედით. იქ დამჭრეს და ჰოსპიტალში მოვხვდი. მაშინ ფეხი დამიზიანდა ძალიან. მაგრამ გადავლახე, როგორ - არც ვიცი...“ – ამბობს ქალი.

ომი დამთავრდა, როდესაც ევდოკია ჰოსპიტალში იწვა. მაშინ განიცადა პირველი დანაკარგი – ევდოკიას მეუღლე, რომელიც ასევე ფრონტზე იბრძოდა, 1943 წელს სმოლენსკთან დაიღუპა.

მაგრამ ბედმა ქალისთვის კიდევ ერთი პირადი სიხარული გაიმეტა. ევდოკიამ ფრონტზე გაიცნო ქართველი კაპიტანი - გიორგი ლორთქიფანიძე. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და მალევე დაქორწინდნენ. ასე აღმოჩნდა ქალი საქართველოში.

ცხოვრება ომის შემდეგ

„საქართველო ძალიან პატარა მომეჩვენა. მარტო რუსთაველი და „დეზერტირები“. კიდევ ტრამვაი დადიოდა...“ – იხსენებს ევდოკია.

ქმარმა ის ულამაზეს გურიაში, ლანჩხუთში წაიყვანა. როგორც ვეტერანი ქალბატონი აღიარებს, სოფელში რთული ვითარება იყო – ახალდაქორწინებულებს პატარა სახლი ჰქონდათ. თუმცა მეურნეობას მისდევდნენ, ჰყავდათ გოჭები, ბატკნები.

„წასვლა მინდოდა, მაგრამ ქმარს ისე ვუყვარდი და მეც ისე მიყვარდა, რომ საქართველოში დარჩენა გადავწყვიტეთ“, – ამბობს ღიმილით ევდოკია. 

© Sputnik / Vladimir Umikashviliმეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ევგენია კლიმოვა
„როდესაც მთელი ცხოვრება – ომია“: მეორე მსოფლიო ომის 103 წლის ვეტერანის ტრაგიკული ისტორია - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ევგენია კლიმოვა

1946 წელს „ქმრის ძალიან განათლებულმა დეიდამ, რომელსაც რაღაც მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა, ახალგაზრდები საცხოვრებლად თბილისში გადაიყვანა, სადაც მას დიდი სამსართულიანი სახლი ჰქონდა. იქ მხოლოდ ევდოკია ცხოვრობდა, როგორც შინამოსამსახურე. ყველაფერი მას დააწვა მხრებზე: ალაგებდა, რეცხავდა, ამზადებდა. მოგვიანებით ქმარს, რომელიც სამხედრო კომისარიატში მსახურობდა, 12 კვადრატული მეტრი ფართობის პატარა ოთახი მისცეს. წყვილი საკუთარ ბუდეში გადავიდა საცხოვრებლად.

„ამით დავიწყეთ მშვიდი ცხოვრება. ჩამოვიყვანეთ ჩემი შვილი ვოლოდია, რომელიც სმოლენსკში დედაჩემთან იზრდებოდა. ჩემმა მეუღლემ ის იშვილა კიდეც“, – ჰყვება ევდოკია.

„ყველა დავკარგე“
მაგრამ მალე უბედურება მოხდა: 13 წლის ვოლოდიას მანქანა დაეჯახა და დაიღუპა. „ეს მოხდა... რომელ წელს გარდაიცვალა სტალინი? ჰო, ზუსტად! 1953 წელს“, – იხსენებს კლიმოვა.

ერთ წელიწადში საყვარელი მეუღლე გიორგიც დაკარგა.

„ჩემს ქმარს არ ჰქონდა ცალი ფილტვი, სამი ნეკნი. ინვალიდი იყო. როდესაც შვილი დავმარხეთ, ერთ წელიწადში ისიც გარდაიცვალა. ქალიშვილ ლარისასთან ერთად, რომელიც 1946 წელს შემეძინა, მარტო დავრჩი. მთელი ოჯახი ტრაგიკულად დამეღუპა“, – ამბობს ევდოკია.

80-იან წლებში გარდაეცვალა სიძე, ქალიშვილის ქმარი. 

© Sputnik / Vladimir Umikashviliმეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ევგენია კლიმოვა
„როდესაც მთელი ცხოვრება – ომია“: მეორე მსოფლიო ომის 103 წლის ვეტერანის ტრაგიკული ისტორია - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ევგენია კლიმოვა

ევდოკიას ორი სიხარულიღა დარჩა – ქალიშვილი და შვილიშვილი დათუნა, რომელსაც კლიმოვა 14 წლამდე ზრდიდა და მას პრაქტიკულად დედობას უწევდა. ძალიან უმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ ბედმა მას შვილიშვილიც წაართვა, შემდეგ კი ქალიშვილი, რომელმაც შვილის დაკარგვა ვერ გადაიტანა.

„რადიოს სადენები გაჰყავდა. კიბეზე ავიდა, ფიქრობდა, მყარი იყო, მაგრამ ჩამოვარდა, - ხმის კანკალით იგონებს ევდოკია. - ასე დაიღუპა დათუნა. როდესაც სახლში მოიყვანეს, ჩემს ქალიშვილს გულმა ვეღარ გაუძლო. როდესაც მკვდარი შვილი დაინახა, დამბლა დაეცა.

სამი წელი საწოლს იყო მიჯაჭვული, მერე კი გარდაიცვალა.

ქვეყანაზე ბევრი კეთილი ადამიანია

ევდოკია კლიმოვას ბინაში სიმყუდროვეა. ის დაჟინებით მთხოვს, კადრში მოვახვედრო მის დაბადების დღეს მორთმეული ყვავილები. კედელს ძველი ხალიჩა ამშვენებს. კარადის თაროები სავსეა მისალოცებით, ფოტოებით. 

© Sputnik / Vladimir Umikashviliმეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ევგენია კლიმოვა
„როდესაც მთელი ცხოვრება – ომია“: მეორე მსოფლიო ომის 103 წლის ვეტერანის ტრაგიკული ისტორია - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ევგენია კლიმოვა

„დავრჩი კეთილი ადამიანების იმედად. ყველა, ვინც მეხმარება, ყველა კეთილი, კარგი ადამიანია. არ მტოვებენ მარტო არც ერთ დღესასწაულზე: ახალ წელს, დაბადების დღეს, 8 მარტს, აღდგომას და 9 მაისს. 9 მაისს ჩემთან ყოველთვის ქეიფია.

მობრძანდით ხოლმე, გელოდებით!“ – ხმამაღლა მეპატიჟება ევდოკია.

ქალს ხშირად სტუმრობს შორეული ნათესავი ტატიანა ჯალაღონია, რომელიც ევდოკიას ძალიან უყვარს. ტატიანა ხუმრობს, რომ ვეტერანთან მხოლოდ მტვრის გადასაწმენდად მოდის: „ის ხომ მაღალი არ არის“. 

სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
როგორი იქნება „გამარჯვების აღლუმი 2021“ – მოსკოვში რეპეტიციები მიმდინარეობს

თავად ევდოკია, სოლიდური ასაკის მიუხედავად, ცდილობს იმოძრაოს, არ იჯდეს ერთ ადგილზე. მაგრამ თუ ზის, ფეხებსა და ხელებს მაინც ამოძრავებს. მისი თქმით, ნებისმიერი მოძრაობა - სიცოცხლეა.

ყოველდღიური პატარა გამარჯვებაა - თუ თვითონ მივა აბაზანამდე ან დამოუკიდებლად მოამზადებს რამეს. ახალი წლისთვის, როგორც ამბობს, ტოლმას ხარშავს. თავის ასაკს კი ღმერთის საჩუქარს უწოდებს.

„ღმერთი მაცოცხლებს. ორი წლის წინ დავეცი, ოპერაცია გამიკეთეს და ამის შემდეგ ყავარჯნებზე დავდექი. შარშანდელი დაბადების დღის წინაც დავეცი. ხელი სულ ჩალურჯებული მქონდა, იდაყვი დამემსხვრა, სუნთქვაც მიჭირდა. მაგრამ ყველაფერი მიხორცდება, როგორც ძაღლს! ღმერთი მიჭერს, მხოლოდ უფალი“.

ევდოკიას მომვლელი სუფრასთან გვეპატიჟება. მასპინძელი დაჟინებით გვთხოვს, დავეწვიოთ.

სუფრა სხვადასხვა კერძითაა გაწყობილი, მაგრამ ევდოკია, პირველ რიგში, თავისი მომზადებული „ხალადეცის“ გასინჯვას გვთხოვს. ეს კერძი არასდროს დამიგემოვნებია, უბრალოდ ხორცი არ მიყვარს. მაგრამ 102 წლის ვეტერანის მომზადებული „ხალადეცი“, რა თქმა უნდა, გავსინჯე.

თბილი დამშვიდობების შემდეგ ევდოკია ამბობს: „ყველაფერი გიამბეთ, რაც მახსოვს და არ მახსოვს. ეს მთელი ჩემი ცხოვრებაა. მთელი ცხოვრება“...

 

ყველა ახალი ამბავი
0