როგორი იქნება „გამარჯვების აღლუმი 2021“ – მოსკოვში რეპეტიციები მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშისამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე
სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
გამოწერა
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 9 მაისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ და, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში.

მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 2021 წელს რუსეთის ყველა ქალაქში აღნიშნავენ, ხოლო დღესასწაულის მთავარი ღონისძიება – სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო მოსამსახურეების აღლუმი მოსკოვში წითელ მოედანზე გაიმართება.

გამარჯვების 76-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში ტრადიციულად მონაწილეობენ ჯარის სხვადასხვა სახეობები, სამხედრო სასწავლებლები, საბრძოლო ტექნიკა, ავიაცია.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი ჩაურიცხა

მოსკოვის აღლუმში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 12,5 ათასი ადამიანი, წარმოდგენილი იქნება შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის 190-ზე მეტი ერთეული, 76 საფრენი აპარატი. რეპეტიციებზე მხოლოდ კორონავირუსზე აცრილები დაიშვებიან.

„Sputnik–საქართველო“ დაინტერესდა, როგორი იქნება გამარჯვების აღლუმი – 2021 და რეპეტიციების გრაფიკი მოსკოვში.

აღლუმის რეპეტიციები მოსკოვში

მოსკოვში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზეიმისთვის აქტიურად ემზადებიან – გამარჯვების აღლუმის პირველი რეპეტიცია 5 აპრილს ჩატარდა.

აღლუმის რეპეტიციები ძირითადად ღამით იმართება – ქვეითთა ვარჯიში, სამხედრო ტექნიკის გატარება, ასევე ავიაციის სააღლუმე წყობის ფრენა 3 მაისს, 22 საათზე დაიწყება. რეპეტიციები ე.წ. „სააღლუმე მოედანზე“ ტარდება, რომელიც წითელი მოედნის ზომების ანალოგიურია.

გამარჯვების აღლუმის გენერალური რეპეტიცია 7 მაისს გაიმართება. მანევრების ბოლო დამუშავება მთლიანად იმეორებს მარშრუტს, რომელსაც კოლონები გამარჯვების დღეს მიჰყვებიან. გენერალურ რეპეტიციაში მონაწილეობას მიიღებს ყველა ქვეითი კოლონა, ტექნიკა, თვითმფრინავები.

რუსული წყალქვეშა ნავი „ვლადიმირ მონომახი“ - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
მიმოხილვა: რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი სტრატეგიულად ვითარდება

აღლუმზე წარმოადგენენ სამხედრო ტექნიკის სიახლეებს და ამით რუსული ჯარის მთელ სიმძლავრეს წარმოაჩენენ. კერძოდ, აღლუმში მაღალი დაცულობის ჯავშნიანი ავტომობილის „ტაიფუნის“ (ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა) ნახვის საშუალება პირველად იქნება.

აღლუმში ასევე მონაწილეობენ ტანკები Т-34, Т-72Б3, Т-90М, უახლესი Т-14, ტანკების მხარდამჭერი საბრძოლო მანქანები БМПТ, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები „სოლნცეპეკი“, ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები „ისკანდერი“, თვითმავალი სარაკეტო–საქვემეხო კომპლექსები „პანცირი“, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „ბუკი“ და სხვ.

საზეიმო მარშის გახსნისა და გამარჯვების დროშის გამოტანის უფლება პრეობრაჟენსკის პოლკის საპატიო ყარაულის ასეულს ეკუთვნის.

ყველა ახალი ამბავი
0