ჩინური ვაქცინის რამდენი დოზა იქნება ხელმისაწვდომი საქართველოსთვის

© Sputnik / Goga Vardzieliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
გამოწერა
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის მიმართულებით დადებითი დინამიკა შეიმჩნევა და აცრაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოსთვის ჩინური პრეპარატი Sinopharm-ის დამატებით 600 ათასი დოზა იქნება ხელმისაწვდომი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ პირებს. ვაქცინის სრული დოზის მისაღებად აუცილებელია ორი ინექციის გაკეთება 21-დღიანი ინტერვალით. აღნიშნული პრეპარატის 100 ათასი დოზა ქვეყანამ აპრილში მიიღო.

მინისტრის თქმით, საქართველომ Sinopharm-ის 250 ათასი დოზა ივნისში უნდა მიიღოს.

„რა თქმა უნდა, დამატებითი დოზები იქნება. ჩვენ დამატებით 100 ათას დოზაზე წვდომა უკვე გვაქვს, ივნისში ველოდებით დამატებით 250 ათას დოზას, და შეთანხმება გვაქვს კიდევ დამატებით 250 ათას დოზაზე. ეს ნიშნავს, რომ გარდა იმ რაოდენობისა, რომელიც დღეს უკვე სრულად დაჯავშნილია, ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება Sinopharm-ის კიდევ 600 ათასი დოზა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ  ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
ვაქცინაცია COVID-19-ზე: დაიწყო ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა რეგისტრაცია

ტიკარაძემ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით დადებითი დინამიკა შეიმჩნევა და ვაქცინაციაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. მისი თქმით, 5 მაისს საქართველოში ვაქცინირებულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, როდესაც დღის განმავლობაში 3,6 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა - 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფები ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სულ ახლახანს ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდა და მასში 18 წელს ზემოთ პირები ჩაერთნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 51.600-მა ადამიანმა გაიკეთა.

ყველა ახალი ამბავი
0