ტიკარაძე: თუ ერთად ვიმოქმედებთ, გვაქვს რესურსი, რომ პიკური მაჩვენებელი არ მივიღოთ

© photo: Sputnikეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგები სისტემატურად მოუწოდებენ მოსახლეობას, დაიცვან მარტივი წესები – ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და ჰიგიენის ელემენტარული ნორმები.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. თუ საზოგადოება და სახელმწიფო ერთიანად იმოქმედებენ იმისთვის, რომ ინფექცია დროულად და ადეკვატურად შევაკავოთ, გვაქვს იმის რესურსი, რომ არ მივიღოთ პიკური მაჩვენებელი, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბოლო პერიოდში საქართველოში ეპიდვითარება საგრძნობლად გაუარესდა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1.806-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 317 ათასს გადააჭარბა.

ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
დაფიქსირდა თუ არა Sinopharm-ით აცრის შემდეგ გვერდითი მოვლენები: ზახაშვილის განმარტება

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ისევ და ისევ საზოგადოების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ნიღბის გამოყენება და სოციალური დისტანცია. მისი თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში 75%-მდე გაიზარდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„სულ მცირე 95%-მდე უნდა გაიზარდოს ნიღბის ტარების მაჩვენებელი. დამატებით ლოკალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. თუმცა მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ხელი შევუწყოთ პრევენციას და არ მივმართოთ რადიკალურ ზომებს“, – განაცხადა მინისტრმა.

ტიკარაძის განმარტებით, იმ მონაცემებით, რაც დღეს გვაქვს, პიკური მაჩვენებელი მოსალოდნელი მაისის მეორე ნახევარშია.

რომელი ვაქცინაა ყველაზე პოპულარული საქართველოში>>

ქართველი სპეციალისტები არადამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ. მათი განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ეტაპზეა და ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველო გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0