რომელი ვაქცინაა ყველაზე პოპულარული საქართველოში

© AP Photo / Jessica HillPfizer–ის ვაქცინა
Pfizer–ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გამოწერა
Pfizer-ის ვაქცინას პოპულარობის მხრივ მოსდევს Moderna, მოთხოვნაა ასევე AstraZeneca-ზე, რომლის მეორე პარტია უკვე ჩამოვიდა საქართველოში.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოს 69 ათასზე მეტი მოქალაქე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი ვაქცინაციის სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდა, უპირატესობას Pfizer-ის პრეპარატს ანიჭებს.

ამ დროისათვის პორტალზე დარეგისტრირებულია 74.345 ადამიანი.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
საქართველოში 43 ათასი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა ჩამოვიდა

Moderna-ს ვაქცინით აცრის სურვილი გამოთქვა 31.420-მა ადამიანმა, AstraZeneca-ს ირჩევს 14.767. საკუთარი არჩევანი Johnson&Johnson-ზე შეაჩერა 8.943-მა, Novavax-ზე – 6.038-მა, ხოლო Biotech Co-ზე – 1.179-მა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ აამოქმედა წინასწარი რეგისტრაციის პორტალი, რომლის მიზანია ჯანდაცვის უწყებამ სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღოს ინფორმაცია COVID-19-ზე ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. 

პორტალზე შესაძლებელია ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლა და სასურველი ვაქცინის შერჩევა. რეგისტრაციისთვის მოქალაქეებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ.

შემოთავაზებული ვაქცინების სიიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეიძლება.

Sinopharm-ით ვაქცინაცია შესაძლოა პოლიკლინიკებშიც განხორციელდეს>>

წინასწარი რეგისტრაციის გავლა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ. წინასწარი რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყანაში 15 მარტს დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის საქართველოში 51,6 ათასი ადამიანია აცრილი.

ყველა ახალი ამბავი
0