აშშ მხარს უჭერს: კოვიდ-ვაქცინებზე პატენტები შესაძლოა დროებით გაუქმდეს

© AFP 2024 / TED ALJIBEჩინური ვაქცინა - Sinovac
ჩინური ვაქცინა - Sinovac - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გამოწერა
პატენტებზე უარის თქმა საშუალებას აძლევს ნებისმიერ ფარმაკოლოგიურ კომპანიას, აწარმოოს ნებისმიერი კოვიდ-ვაქცინის ზუსტი ასლი ისე, რომ სასამართლო დავების შიში არ ჰქონდეს.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, დროებით შეჩერდეს COVID-19-ის ვაქცინებზე საპატენტო უფლებები, იუწყება CNBC აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელ კეტრინ ტაის და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებებზე დაყრდნობით.  

Pfizer–ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
რომელი ვაქცინაა ყველაზე პოპულარული საქართველოში

მანამდე კოვიდ-ვაქცინების საპატენტო უფლებების დროებით გაუქმების აუცილებლობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) და ასევე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ვმო) განაცხადეს. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა მაღალი შეფასება მისცა ჯო ბაიდენის ადინისტრაციის მხარდაჭერას ინტელექტუალურ საკუთრებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით აშშ თავის ლიდერობას ადასტურებს ჯანდაცვის გლობალური პრობლემების გადაჭრაში.

ვმო-ს ლიდერებმა მოუწოდეს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, კვირის ბოლომდე აცნობონ ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების წესების დროებით შესუსტებაზე შეთანხმების დეტალები. მათი თქმით, სამხრეთ აფრიკისა და ინდოეთის მიერ შეთავაზებული ინიციატივა საპატენტო დაცვაზე უარის თქმის შესახებ დაეხმარება განვითარებად ქვეყნებს, გაზარდონ ვაქცინების წარმოება.

როგორც აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი კეტრინ ტაი აცხადებს, „COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა საგანგებო ზომებს მოითხოვს.

„ადმინისტრაციას მტკიცედ სჯერა, რომ ინტელექტუალური საკუთრება დაცული უნდა იყოს. მაგრამ იმისთვის, რომ ამ პანდემიას ბოლო მოეღოს, მხარს ვუჭერთ COVID-19-ის ვაქცინებზე ამ დაცვის გაუქმებას“, — განაცხადა ტაიმ.

როგორც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში არსებულმა ანონიმმა წყარომ განაცხადა, ვმო-ში აღნიშნული საკითხის განხილვას გარკვეული დრო დასჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაცია გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს, მისი წევრი 164-ვე ქვეყნის თანხმობა იქნება საჭირო.

ვაქცინაცია კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
ვის და რატომ: ბრიტანეთში მოქალაქეებს კორონავირუსზე მესამედაც აცრიან

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც კოვიდ-ვაქცინებზე პატენტების დროებით გაუქმებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც დაუჭირა მხარი, ვაქცინების მწარმოებელი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების, მათ შორის Moderna-ს, BioNTech-ის და Pfizer-ის აქციები მკვეთრად დაეცა.

თეორიულად, პატენტებზე უარის თქმა საშუალებას აძლევს ნებისმიერ ფარმაკოლოგიურ კომპანიას, აწარმოოს ნებისმიერი კოვიდ-ვაქცინის ზუსტი ასლი ისე, რომ სასამართლო დავების შიში არ ჰქონდეს ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის გამო.

ყველა ახალი ამბავი
0