რომელი ვაქცინით აიცრებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები

© Sputnik / Goga Vardzieliვაქცინაცია. თბილისის ინფექციური საავადმყოფო
ვაქცინაცია. თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
გამოწერა
დეპუტატებისა და მინისტრების კორონავირუსზე აცრა დღეს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. პარლამენტისა და მთავრობის წევრები Sinopharm-ის და AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით აიცრებიან, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2"-ის ეთერში.

რა შემთხვევაში მიიჩნევა ობიექტი კოვიდ-უსაფრთხოდ: თურნავას განმარტება>>

დეპუტატებისა და მინისტრების კორონავირუსზე აცრის გადაწყვეტილება დღეს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

პარლამენტის წევრები და მთავრობის წევრები ასაკობრივი სპექტრის მიხედვით აიცრებიან. ვინც 55 წელს ქვემოთ არის, Sinopharm-ით აიცრება, ხოლო ვინც 55 წელს ზემოთ არის, აიცრება AstraZeneca-თი ან Sinopharm-ით, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ 55 წელს ზემოთ პირები AstraZeneca-თი აიცრან", – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში მოქალაქეების აცრა ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით დღეიდან დაიწყო. პირველმა ჩინური ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გაიკეთა.

ჩინური ვაქცინა Sinopharm - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია დაიწყო

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით 15 მარტს დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

იმ პირთა წრე, რომლებიც მიმდინარე კვირიდან კორონავირუსზე უნდა აიცრან, დღეს კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე არსებულს, პარლამენტისა და მთავრობის წევრების გარდა, ასევე დაემატნენ ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

შეღავათები და კოვიდ-პასპორტები: ვაქცინაციაში ჩართულ პირთა წრე ფართოვდება>>

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ისა და Sinopharm-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.

ყველა ახალი ამბავი
0