20:00 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (649)
76 0 0

კოვიდ-პასპორტის დოკუმენტი უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს დასამტკიცებლად უახლოეს პერიოდში წარედგინება.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოში ფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებიც მიმდინარე კვირიდან კორონავირუსზე აიცრებიან, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე.

„მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები“, — აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

მისივე განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს „მწვანე პასპორტების“ შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და შესაბამისი დოკუმენტი უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს დასამტკიცებლად უახლოეს პერიოდში წარედგინება. 

ამასთან, როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, „საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა შეღავათის დაწესება იმ პირებისთვის, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული“.

დღეიდან საქართველოში მოქალაქეების აცრა ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით დაიწყო. პირველმა ჩინური ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გაიკეთა.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით 15 მარტს დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.

 

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (649)

მთავარი თემები