საქართველოს პრემიერი 5 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილისთვის ეს, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ქვეყნის პრემიერ–მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი იქნება

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 5 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა, იუწყება ქვეყნის მთავრობის პრეს–სამსახური.

პირველი შეხვედრა ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გაიმართება. ილჰამ ალიევი ღარიბაშვილს „ზაგულბას“ სასახლეში მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილი და ალი ნაგიევი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის სუს-ის უფროსთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგა ალი ასადოვთან, ასევე აზერბაიჯანის მილიმეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან.

ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.

საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის სფეროებში.

ღარიბაშვილისთვის პრემიერის რანგში, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ეს პირველი ვიზიტი იქნება. ღარიბაშვილი მთავრობის მეთაური მეორედ ამა წლის 22 თებერვალს გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0