პანდემიის გამო სოფელ შუხუთში ლელობურთი კვლავ ვერ აღნიშნეს

© Sputnik / VN Production, Vaska Gedenidzeლელობურთის შეკერვა
ლელობურთის შეკერვა - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
გამოწერა
ზედიზედ მეორე წელია კორონავირუსის პანდემიის გამო ლელობურთის საყურებლად ვერ იკრიბებიან უამრავი მაყურებლები და მოთამაშეები

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. დღეს აღდგომის დღესასწაულზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის მცხოვრებლებმა სიმბოლურად ლელობურთი შეკერეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ზედიზედ მეორე წელია „ლელობურთის“ საყურებლად ვერ იკრიბებიან უამრავი მაყურებლები და ზემო და ქვედა შუხუთელების გუნდები.

გულშემატკივრები რაგბიში საქართველოს და გერმანიის ნაკრებების თამაშის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2017
რაგბი ჩვენი თამაშია: ქართველი გულშემატკივრების ემოციები

„ტრადიციულად აღდგომის დღესასწაულზე ლელობურთი იმართებოდა. პანდემიის გამო, ხალხმრავალი ღონისძიება უკვე მეორედ აღარ ტარდება. იმედი მაქვს, მომავალში შევძლებთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს. მინდა, ყველას მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

სიმბოლურად 16-კილოგრამიანი ლელობურთი ტრადიციისამებრ ადგილობრივებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიიტანეს.

2019 წელს „ლელობურთს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გურულები ამ თამაშს უკავშირებენ „შუხუთფერდის“ ბრძოლას, რომელიც 1854 წელს გაიმართა. ისტორიული ბრძოლა, რომელიც ცნობილია როგორც ნიგოითის ბრძოლა, რუსეთ-თურქეთის ომის დროს მოხდა.

ლელო - გუნდური თამაშია, რომელიც ბევრი რამით ტრადიციულ რაგბის წააგავს. თამაშში ორი 30 წუთიანი ტაიმი და 10 წუთიანი შესვენებაა.

ყველა ახალი ამბავი
0