ტაჯიკეთის და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესრულება განიხილეს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისიტუაცია ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე
სიტუაცია ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
გამოწერა
ყირგიზ და ტაჯიკ მესაზღვრეებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად ორივე მხრიდან დაიღუპა 40-მდე ადამიანი, 200-ზე მეტი დაშავდა

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ტაჯიკეთის და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა ემომალი რაჰმონმა და სადირ ჟაპაროვმა სატელეფონო საუბრისას საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესახებ შეთანხმებების შესრულება მიმოიხილეს, იუწყება РИА Новости ტაჯიკეთის ლიდერის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ტანკი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
შეიარაღებული კონფლიქტი: ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ერთობლივ ჯგუფს ქმნიან

„მოლაპარაკების ფარგლებში სახელმწიფოს მეთაურებმა განიხილეს ტაჯიკეთის და ყირგიზეთის მოსაზღვრე რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებების შესრულება და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულების საკითხებს და ჯარის მუდმივ პოზიციებზე დაბრუნებას“, - განაცხადეს პრესსამსახურში.

პრეზიდენტებმა ამ მიმართულებით მოქმედი სამუშაო ჯგუფების ერთობლივი საქმიანობა მიმოიხილეს და იმსჯელეს დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობათაშორისი კომისიების სხდომის დაწყებაზე.

ორი ქვეყნის საზღვრისპირა რაიონების მოსახლეობას შორის 28 აპრილს დაწყებული დაპირისპირება 29 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტაჯიკ და ყირგიზ მესაზღვრეებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. კონფლიქტის საგანი, რომელიც ექვს საათზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, იყო ტერიტორია, რომელზეც წყალგამანაწილებელი პუნქტი მდებარეობს. შეტაკების შედეგად დაშავდა და დაიჭრა 200-ზე მეტი კაცი და დაიღუპა 40 — ორივე მხრიდან.

29 აპრილს მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტასა და საზღვრიდან ჯარების გაყვანაზე, მაგრამ მეორე დღეს სროლა კვლავ გაგრძელდა. მორიგ დაზავებას მხარეებმა 30 აპრილის საღამოს მიაღწიეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0