არავითარი განსხვავება - იმნაძემ საქართველოსა და ინდოეთში არსებული ეპიდვითარება შეადარა

© Facebook / Government of Georgiaპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
პაატა იმნაძის სიტყვებით, 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი ინდოეთში საშუალოდ 169-ს შეადგენს, საქართველოში კი - 168,5-ს

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. საქართველოსა და ინდოეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას შორის დიდი განსხვავება არაა, მიიჩნევს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

კახი კავსაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
„დავწერ იმ ჯოჯოხეთზე...“ - რას წერს ქალი, რომელიც კახი კავსაძესთან ერთად იწვა რეანიმაციაში

თუ ინფიცირების რაოდენობას ორივე ქვეყანაში 100 ათას მოსახლეზე გადავითვლით, განსხვავება მინიმალური აღმოჩნდება, აღნიშნა მან.

„დღეს ინდოეთში რაც არის ავადობა 100 ათას მოსახლეზე და რაც არის ჩვენთან – ეს ერთნაირია აბსოლუტურად. 169 არის ინდოეთის ერთკვირიანი ინციდენტობა და 168.5–ია ჩვენი“, — განაცხადა იმნაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

იმნაძემ ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ ხალხმრავალი შეკრებებისგან აღდგომის დღეებში, რათა ინფიცირების აფეთქების პროვოცირება არ მოხდეს.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1.551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინდოეთში - 360.960. საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონს შეადგენს, ინდოეთის - 1,3 მილიარდს.

ვაქცინები - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
ვაქცინირებული პირებისთვის, შესაძლოა, „კომენდანტის საათი" და სხვა შეზღუდვები მოიხსნას

იმნაძემ „კომენდანტის საათის“ გაუქმების შესაძლებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ შემაკავებელი ღონისძიებების, მათ შორის, კომენდანტის საათის დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველოში დღეში 1,5 ათასი ახალი შემთხვევაა და არა სამი ათასი. სწორედ ამან შექმნა ქვეყანაში ყველაფრის გახსნისა და სიტუაციის კონტროლის შესაძლებლობა.

„ციფრები გვაჩვენებს, როდის იქნება შესაძლებელი „კომენდანტის საათის“ გაუქმება“, - განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში კომენდანტის საათი პირველად 2020 წლის 21 მარტიდან შემოიღეს. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეებს გარეთ გასვლა სპეციალური საშვის გარეშე არ შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0