Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დავწერ იმ ჯოჯოხეთზე...“ - რას წერს ქალი, რომელიც კახი კავსაძესთან ერთად იწვა რეანიმაციაში

© photo: Sputnikკახი კავსაძე
კახი კავსაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
85 წლის კახი კავსაძე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 აპრილს გარდაიცვალა – მსახიობს შაბათს, 1 მაისს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ენათმეცნიერი მარინე ბერიძე, რომელიც მსახიობ კახი კავსაძესთან ერთად მკურნალობდა კლინიკაში, სოციალურ ქსელში რეანიმაციაში გატარებულ პერიოდთან დაკავშირებით წერს.

როგორც ენათმეცნიერი წერს, ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს რეანიმაციაში კი არა, დედის მუცელში ყოფილიყო მსახიობთან ერთად, და „სიკვდილ-სიცოცხლის დიდმა საიდუმლომ გააერთიანათ“.

„თქვენ ჩემ­ზე ადრე წახ­ვე­დით სა­ა­ვად­მყო­ფო­დან. მე თქვენ­ზე გვი­ან წა­მო­ვალ აქე­დან. თუმ­ცა იქ ყოფ­ნის გა­ყი­ნულ დღე­ებს ვე­რა­ვინ წაგ­ვარ­თმევს და იმ სა­ი­დუმ­ლო­საც, ერთ დღეს უჩ­ვე­უ­ლოდ მკა­ფი­ოდ რომ „გა­მან­დეთ“, თან წა­მო­ვი­ღებ“, - წერს ენათმეცნიერი.

მარინე ბერიძე იხსენებს, რომ მათ შორის ერთი საწოლი იდგა, რომელზეც სა­ში­ნე­ლი სის­წრა­ფით იც­ვლე­ბოდ­ნენ ავად­მყო­ფე­ბი და ისინი, ცო­ცხლე­ბი, როლ­და­ვი­წყე­ბუ­ლი არ­ტის­ტე­ბი­ვით შეჰ­ყუ­რებ­დნენ ერ­თმა­ნეთს და მათ რიგს ე­ლო­დნენ.

85 წლის კახი კავსაძე 27 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება და კლინიკიდან გაეწერა. თუმცა, მოგვიანებით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადიოდა.

ყველა ახალი ამბავი
0