ბასილაშვილმა გერმანიაში მიმდინარე ტურნირზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

© AFP 2024 / SAMER AL-REJJAL, QATAR TENNIS FEDERATIONნიკა ბასილაშვილი
ნიკა ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
მონტეიროს დამარცხების შედეგად ბასილაშვილმა 20 სარეიტინგო ქულა და 5,5 ათას ევროზე მეტი გამოიმუშავა.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 35-ე ადგილი) მიუნხენში АТР-250-ს სერიის ტურნირზე ასპარეზობა მოგებით დაიწყო.

პირველ წრეში ბასილაშვილმა უპრობლემოდ მოუგო ბრაზილიელ ტიარო მონტეიროს (78) ორ სეტში - 6:2, 6:3. მატჩი ერთ საათსა და 21 წუთს გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონის ტურნირს პირველ წრეში გამოეთიშა

ბასილაშვილის წარმატების საწინდარი გახდა მისი შესანიშნავი პირველი ჩაწოდება, რომლის შემდეგ ჩოგბურთელმა ბურთების 72 პროცენტი მოიგო. შედარებისთვის, მონტეიროს ანალოგიურმა მაჩვენებელმა მხოლოდ 51% შეადგინა. ბასილაშვილმა შესანიშნავად იმოქმედა ასევე მეტოქის ჩაწოდებაზეც და ხუთი ბრეიკის გაკეთება შეძლო. თავისი ჩაწოდება ნიკამ მხოლოდ ორჯერ დათმო.

მეოთხედფინალში გასვლაზე ქართველი ჩოგბურთელი დაუპირისპირდება ფედერიკო კორია (90, არგენტინა) - ნორბერტ გომბიშის (95, სლოვაკია) წყვილის გამარჯვებულს.

მონტეიროს დამარცხების შედეგად ბასილაშვილმა 20 სარეიტინგო ქულა და საპრიზო თანხიდან 5,5 ათას ევროზე მეტი გამოიმუშავა.

BMW Open-ის საერთო საპრიზო ფონდი 481 ათას ევროს შეადგენს და მისი მოქმედი გამარჯვებული არის კრისტიან გარინი ჩილედან.

ყველა ახალი ამბავი
0