ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონის ტურნირს პირველ წრეში გამოეთიშა

© AP Photo / Trevor Collensნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
პირველივე შეხვედრაში დამარცხებამ ბასილაშვილს რეიტინგული ქულების მოპოვებაში ხელი შეუშალა. ერთადერთი, რითიც შეიძლება სპორტსმენმა თავი დაიმშვიდოს, საპრიზო ცხრა ათასი ევროა.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგში 36-ე ადგილი) ბარსელონაში მიმდინარე АТР-500 სერიის ტურნირის პირველივე წრის მატჩში დამარცხდა.

ბასილაშვილი ფრანგ ჟერემი შარდისთან სამ სეტში – 3:6, 6:3, 3:6 დამარცხდა. მატჩი დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა.

ჩოგბურთელები კორტზე ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდნენ. საერთო ანგარიშით წარმატება ფრანგი ჩოგბურთელის მხარესაა 3:1.

პირველივე წრეში დამარცხებამ ბასილაშვილს რეიტინგული ქულების მოპოვებაში ხელი შეუშალა. ერთადერთი, რითიც შეიძლება სპორტსმენმა თავი დაიმშვიდოს, საპრიზო ცხრა ათასი ევროა.

ბარსელონის ტურნირის საპრიზო ფონდი 1 700 ათასი ევროა, ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ავსტრიელი დომინიკ ტიმია.

ყველა ახალი ამბავი
0