არ შეეხება ტურისტებს: თურქეთმა სრული „ლოკდაუნის“ პირობები განმარტა

© AP Photo / Burhan Ozbiliciპანდემია თურქეთში
პანდემია თურქეთში - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
თურქეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ქვეყანაში 29 აპრილიდან 17 მაისამდე სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადების შესახებ.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ქუჩაში გამოსვლაზე შეზღუდვები, რაც თურქეთმა დააწესა „ლოკდაუნის“ ფარგლებში, უცხოელ ტურისტებზე არ გავრცელდება, ნათქვამია რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცირკულარში.

კორონავირუსის პანდემია  - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
ჯონსონმა „ლოკდაუნის“ გამოცხადებას „ათასობით გვამი“ არჩია? მთავრობა უარყოფს ინფორმაციას

მანამდე პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა ქვეყანაში სრული „ლოკდაუნი“ გამოაცხადა 29 აპრილიდან 17 მაისამდე.

„კომენდანტის საათი არ გავრცელდება უცხოელებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დროებით იმყოფებიან ტურისტებად. ხოლო უცხოეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც თურქეთში ბინადრობის უფლება აქვთ, კომენდანტის საათი შეეხებათ“, — ნათქვამია დოკუმენტში.

აღინიშნება, რომ „ლოკდაუნის“ პერიოდში სასურსათო მაღაზიები და ბაზრები 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ამასთან იქ მისვლა ავტოტრანსპორტის გარეშე, მხოლოდ ქვეითად იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, იმუშავებს მორიგე აფთიაქები.

რაც შეეხება კაფეებსა და რესტორნებს, მათ მხოლოდ გატანა−მიწოდების სერვისით შეუძლიათ ისარგებლონ. სასტუმროების რესტორნები კი მხოლოდ იქ მცხოვრებ სტუმრებს მოემსახურება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4.629.969 კაცი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 38.358 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0