თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, მას დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. იუწყება „პირველი არხი“.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა.
კლინიკის ხელმძღვანელის, გელა ორველაშვილის განცხადებით, მამაკაცს გულმკერდის არეში სამი შემავალი ჭრილობა აღენიშნება და მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციისთვის ამზადებენ.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
სავარაუდო დამნაშავის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.