ზუგდიდში 73 წლის მამაკაცს შვილი ფიზიკურად გაუსწორდა

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული
დაკავებული - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
მამის ცემის ბრალდებით დაკავებული ქალი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. მას ბრალი უკვე წარედგინა.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ზუგდიდში ქალი მამაზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

73 წლის მამაკაცს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. ინციდენტი წუხელ მოხდა. ქალბატონი, რომელიც მამას ფიზიკურად გაუსწორდა, ზუგდიდის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს და ის ამ წუთებში სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

სახლი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, სადაც ბაბუამ 24 წლის შვილიშვილი დაჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
ხობში 80 წლის ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

მამის ცემის ბრალდებით დაკავებული ქალი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულის ადვოკატის ზვიად ქობალავას განცხადებით, დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, სასამართლო ამაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0