თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტმა კლინიკას დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან მეხუთე დღეს მიმართა. ის ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს.
„მას იმუნურ ფაზაში გამოეხატა უარყოფითი დინამიკა, თუმცა მყისიერი რეაგირებითა და სწორად წარმართული სამკურნალო პროცესის მეშვეობით, პაციენტი გამოჯანმრთელდა“, - აცხადებენ კლინიკაში.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო პერსონალმა ბებოს გამოჯანმრთელება მიულოცა და აპლოდისმენტებით გააცილა.
საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 729 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 284.286-მდე გაიზარდა.