ვირუსთან გამკლავება ხანდაზმულებსაც შეუძლიათ: სათნოების სახლის 11 ბინადარი გამოჯანმრთელდა

© Pixabay / sabinevanerpასაკოვანი ქალის ხელები
ასაკოვანი ქალის ხელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავშესაფრის 15-მდე კოვიდ-ინფიცრებული ბენეფიციარი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმის სათნოების სახლ „სავანეში“ მცხოვრებმა 11-მა ხანდაზმულმა კორონავირუსი დაამარცხა და კვლავ პანსიონატს დაუბრუნდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 190 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 250 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ტესტირება აჭარაში - Sputnik საქართველო
აჭარა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნისთვის ემზადება

გამოჯანმრთელებულთა შორის მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 28 ბენეფიციარია. სამედიცინო დაწესებულებიდან და კოვიდ–სასტუმროდან სათნოების სახლში 11 ბინადარი, ხოლო გერიატრიულ თავშესაფარში 17 მოხუცი დაბრუნდა.

გამოჯანმრთელებულთაგან ყველაზე ასაკოვანი 80 წლის ქალი და 78 წლის მამაკაცი არიან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავშესაფრის 15-მდე კოვიდ-ინფიცრებული ბენეფიციარი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

თავშესაფარში მცხოვრები სამი ადამიანი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. გარდაცვლილებს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.

ბათუმი - Sputnik საქართველო
გაბუნია: აჭარაში სტაბილიზაციის ტენდენცია იკვეთება

ბათუმის სათნოების სახლ „სავანეში" კორონავირუსი 25 ხანდაზმულსა და 10 თანამშრომელს  სექტემბრის ბოლოს დაუდასტურდა. ამ დროისთვის იქ კვლავ კარანტინი გრძელდება. თავშესაფარში ამჟამად 90 ბენეფიციარი ცხოვრობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 527-ით გაიზარდა და 10752-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5866 ადამიანი, გარდაიცვალა 72. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0