თურქეთში სამდღიანი ლოკდაუნი გამოცხადდა

© AP Photo / Burhan Ozbiliciთურქეთი
თურქეთი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
თურქეთი, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით არაკეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, დამატებით შეზღუდვებს აწესებს.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. თურქეთში 23 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით 24-საათიანი „კომენდანტის საათი“ იმოქმედებს, იუწყება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
მოგზაურების საყურადღებოდ! თურქეთში თვითმფრინავით შესვლის წესები იცვლება

აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მატებასთან არის დაკავშირებული. გასულ კვირაში ქვეყანაში ინფიცირების დღიური რეკორდი დაფიქსირდა – 63.082, ოთხშაბათს კი ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი – 346 შემთხვევა.

შეზღუდვები ძალაში შევა 22 აპრილის 19:00 საათზე და 26 აპრილის 05:00 საათამდე იმოქმედებს. მოქალაქეები ქუჩაში გამოსვლას მხოლოდ პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად, ისიც 10:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში შეძლებენ. მათთვის ასევე ნებადართული იქნება ექიმთან ვიზიტი და ძაღლების გასეირნება.

მარტის ბოლოს ქვეყნის პროვინციების დიდ ნაწილში, მათ შორის, სტამბულში, ანკარასა და ანტალიაში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო შაბათ–კვირას ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. მოგვიანებით ხელისუფლებამ შეზღუდვების გამკაცრების თაობაზე განცხადება გააკეთა, რომელიც საერთაშორისო ავიამიმოსვლასაც შეეხო.

ქვეყანაში მოსახლეობის ვაქცინაცია იანვარში დაიწყო – იმუნიზაცია CoronaVac-ის და Pfizer/BioNTech-ის პრეპარატებით ხორციელდება. ამ დროისათვის თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა დაახლოებით 19 მლნ ადამიანს აქვს ჩატარებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0