მოგზაურების საყურადღებოდ! თურქეთში თვითმფრინავით შესვლის წესები იცვლება

© photo: Sputnik / Stringerთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
გამოწერა
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თურქეთისკენ მიმავალ ყველა ავიარეისზე ახალი წესები 15 მარტიდან შევა ძალაში.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში შესვლის წესებს ცვლის – ამიერიდან მგზავრებს ჯერ კიდევ თვითმფრინავის ბორტზე ასვლამდე მოუწევთ ელექტრონული ანკეტის შევსება.

„15 მარტიდან იცვლება თურქეთში ყველა რეისით შესვლის წესები. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აუქმებს ქაღალდის კოვიდ-ანკეტებს და მათ ნაცვლად მგზავრებს ელექტრონული ანკეტის შევსება მოუწევთ ბმულზე https://register.health.gov.tr/# — თურქეთში ჩაფრენამდე 72 საათით ადრე“, — ნათქვამია ავიაკომპანია Royal Flight-ის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ამასთან აღინიშნება, რომ ძველი წესი — ქაღალდის ანკეტების შევსება თვითმფრინავის ბორტზე — დარჩება მხოლოდ ტრანზიტულ რეისებზე.

ანკარა - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
თურქეთში ტურისტებისთვის შეზღუდვები გაახანგრძლივეს

როგორც Royal Flight-ში აცხადებენ, ელექტრონული ანკეტის შევსების შემდეგ აუცილებელია, რომ მგზავრმა ამობეჭდოს ან ნებისმიერ გაჯეტზე (სმარტფონი, პლანშეტი და სხვ.) გადაიწეროს იგი და თვითმფრინავში ასვლამდე წარუდგინოს შესაბამისი ავიაკომპანიის თანამშრომელს.

აღინიშნება, რომ ის მგზავრი, რომელსაც ელექტრონული ანკეტა შევსებული არ ექნება, თვითმფრინავში არ დაიშვება.

აქვე განმარტებულია, რომ ანკეტის შევსების შემდეგ მგზავრს ავტომატურად მიენიჭება ინდივიდუალური HES–კოდი, რომლის დახმარებითაც დაუკავშირდებიან მას იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობის დროს COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტი გამოვლინდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტს, რომელიც არასწორ ინფორმაციას შეიყვანს ანკეტაში, ადმინისტრაციული სასჯელი ემუქრება — თურქეთში შესვლის აკრძალვის ჩათვლით. ეს უკანასკნელი არ შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც ქვეყანაში ცხოვრების უფლება აქვთ. 

ყველა ახალი ამბავი
0