თბილისი, 1 მარტი - Sputnik. თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კვლავ გაახანგრძლივოს შეზღუდვა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ჩასულმა მოგზაურებმა უნდა წარადგინონ უარყოფითი ტესტი COVID-19-ზე. იუწყება ტურისტული ოპერატორების ასოციაცია.
ავიაკომპანიებისთვის დაგზავნილ დირექტივაში ნათქვამია, რომ ისინი ვალდებული არიან, თურქეთში მიმავალ თვითმფრინავში დაუშვან მხოლოდ ის ტურისტები, რომლებიც ამ დოკუმენტს წარუდგენენ.
წესები 26 მაისამდე იმოქმედებს.
აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ანალიზი უნდა გაკეთდეს არაუადრეს 72 საათისა რეისის აფრენამდე. ამასთან, ექვს წლამდე ბავშვებისთვის ტესტი კვლავაც არ არის საჭირო. ტესტის წარმოდგენის ვალდებულება არ გააჩნიათ ასევე სატრანზიტო მგზავრებს, რომლებიც მესამე სახელმწიფოებში მიემგზავრებიან.