სოციალურ ქსელში პოზიტიური კადრები გვანცა დარასელიამ გამოაქვეყნა. ყოფილმა მოდელებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის ფოიეში ფოტოსესიის მოწყობა გადაწყვიტეს რა დროსაც ერთი უცნაური დეტალი აღმოაჩინეს. მალევე თიკა ფაცაციამ პოზიტიური ფოტო საკუთარ გვერდზე გააზიარა და სახალისო წარწერაც დაურთო. „ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სიმაღლე ხელს გიშლის“,- წერს პოპულარული ტელეწამყვანი. თიკა ფაცაციამ არაორდინალურ პოზას მიმართა, რათა მისი მეგობარი ფოტოგენური გამოჩნდეს.
გვანცა დარასელიამ თიკას თავგანწირვა დააფასა და სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა. უკანა ფონზე, სადაც ფოიეს უზარმაზარი ფანჯარაა თიკა ფაცაციას ფეხი მაინც გამოჩნდა. გვანცა დარასელიამ ფოტოები დიდი სიამოვნებით გამოაქვეყნა, რამაც თიკას უკმაყოფილება გამოიწვია.
View this post on Instagram
„ერთი ფოტოკრედითი ვერ მომეცი?ყველა ფოტო დაგიდია. კმაყოფილი ვარ მე“,- დაუკომენტარა გულგატეხილმა ფაცაციამ. თიკას და გვანცას უამრავი საერთო აკავშირებთ. მათი ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ტელეარხებზე გასული რეიტინგული შოუები ქალბატონების წამყვანობით ძალიან პოპულარული ხდებოდა.
View this post on Instagram
მოქნილი და ეკრანული ტელესახეები ინდივიდუალიზმის გამო ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში ის იშვიათი გამონაკლისები არიან, რომელებმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე განავითარეს.