საქართველოს და უკრაინას შორის სატვირთო ავტოგადაზიდვებზე კონტროლი გამარტივდება

CC BY-SA 3.0 / Nc tech3 / POTIფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
მხარეებმა განიხილეს საბორნე გადაზიდვების და კონტეინერმზიდების გადაადგილების სიხშირის გაზრდის შესაძლებლობა

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. უკრაინასა და საქართველოს შორის საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების ელექტრონული ნებართვების გაცემის პრაქტიკა დაინერგება. ქვეყნებს შორის შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.

საავტომობილო გადაზიდვების სფეროში ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში თანამშრომლობის შედეგად ქვეყნები შეძლებენ ნებართვების კონტროლისა და გაცემის არსებული სისტემის ეტაპობრივად სრულად ციფრულ ფორმატში გადაყვანას.

ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს. უკრაინა საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის, 2020 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 607,2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 53,3 მლნ დოლარით ნაკლებია.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2020
საქართველოში მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებლები იზრდება

შესაბამის მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხუთშაბათს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ დმიტრი აბრამოვიჩმა, რომელიც საქართველოში უკრაინის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

„ჩვენი კორიდორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  უკრაინასთან საავტომობილო მიმოსვლის პერსპექტივები, შესაბამისად, გაფორმებული მემორანდუმი  ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის საავტომობილო მიმოსვლისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო  განვითარებას“, - აღნიშნა გურამიშვილმა.

მხარეებმა ასევე განიხილეს შავ ზღვაზე კავშირების გაუმჯობესების საკითხები, რომლის ძირითადი მიმართულება არის საბორნე და საკონტეინერო გემების რეგულარული მიმოსვლა როგორც რეისების რაოდენობის გაზრდის ასევე შავ ზღვაში დამატებითი ახალი ბორნების დაყენების კუთხით.

საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. იმ დროიდან ქვეყნებს შორის 105 ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმება გაფორმდა.

ყველა ახალი ამბავი
0