საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ დეპუტატების სარჩელზე იმსჯელებს

© Sputnik / Seyran Baroyanსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
სასამართლო სხდომა ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება. საკითხს განიხილავს პლენუმი ცხრა მოსამართლის შემადგენლობით.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს პარლამენტის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის შესახებ სამი ოპოზიციონერი დეპუტატის – ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელზე იმსჯელებს.

სასამართლო სხდომა 12:00 საათზე ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება. საკითხს პლენუმი განიხილავს ცხრა მოსამართლის შემადგენლობით.

დეპუტატები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი საქართველოს პარლამენტის დადგენილება, რომლის თანახმად, პირადი განცხადებით მიმართვის მიუხედავად, მათ სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე უარი ეთქვათ. 

პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობას 27 აპრილიდან შეუდგება

მომჩივანების აზრით, კონსტიტუციის ტექსტში ზუსტად განსაზღვრულია სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მიზეზები და ნებისმიერი სხვა აქტი მას ეწინააღმდეგება. კერძოდ, მათი მტკიცებით, კონსტიტუციაში გაწერილია, რომ დეპუტატს სუბიექტური ან ობიექტური მიზეზებით უფლება აქვს დატოვოს პარლამენტი, რათა ხელი არ შეუშალოს საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას.

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც პარლამენტში უმრავლესობითაა წარმოდგენილი, 2 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება – არ დაეკმაყოფილებინა ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.

როგორც მაშინ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ამით მმართველმა პარტიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს „დაფიქრების“ და ამომრჩევლის დაკვეთის შესრულების შანსი მისცა.

ოპოზიციამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩება. თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის ჯაფარიძემ, ხელი უკვე მოაწერა კომპრომისულ დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შესთავაზა. ოპოზიციის ნაწილი საკანონმდებლო საქმიანობას 27 აპრილიდან შეუდგება.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური