თბილისელ „პისტოლეტიან კურიერს“ ბრალი წარუდგინეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
გუშინ Glovo-ს კურიერის ფორმაში გამოწყობილმა ბოროტმოქმედმა თბილისის ცენტრში სროლა ატეხა, თუმცა თავადაც დაშავდა და საავადმყოფოში მოხვდა

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა თბილისის მკვიდრს, რომელმაც გუშინ საბურთალოს რაიონში სროლა ატეხა.

ბრალი წაყენებულია განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარებაში. ბრალდებულს 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი! - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
სროლა ნასიძის ქუჩაზე – დაჭრილია ერთი პირი

მჭიდროდ დასახლებულ სულხან ნასიძის ქუჩაზე, სადაც მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ, Glovo-ს მიწოდების სამსახურის ეკიპირებით მოპედით მოძრავმა პირმა შურისძიების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით ცეცხლსასროლი იარაღიდან მოქალაქის მიმართ რვაჯერ გაისროლა. თავდასხმის დროს დაშავებული მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც მსროლელს წინააღმდეგობა გაუწია. 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ადამიანი, რომელსაც ესროლეს, კლინიკაში მიიყვანეს ფეხში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ორი ჭრილობით. მსროლელი მამაკაცი პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს. ექიმების დახმარება მასაც დასჭირდა.

ამასობაში მასმედიამ გაავრცელა ვერსია, რომ დაშავებული დაჯგუფება „დოლიძის საძმოს“ წევრია. ოჯახში კი ამტკიცებენ, რომ ბოლო დროს მას უთვალთვალებდნენ და თავდასხმის გეგმა მზადდებოდა.

პოლიცია მასმედიის ვერსიაზე კომენტარს არ აკეთებს. პრესასთან განცხადება არც ბრალდებულის ინტერესების დამცველს გაუკეთებია.

ყველა ახალი ამბავი
0