თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. თბილისში, ნასიძის ქუჩაზე ერთი პირი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
შემთხვევა საბურთალოს რაიონში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მიწოდების სერვისის კომპანია Glovo-ს მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას და ამჟამად დაშავებულ პირს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. შედეგად – თავდამსხმელმა რამდენიმე გასროლა განახორციელა.
ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები არიან მობილიზებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო (განზრახ მკვლელობის მცდელობა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება).