იმერეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი პოლიციელი დააჯილდოვეს

© photo: Ministry of Internal Affairsდავით ახობაძე დაჯილდოვდა
დავით ახობაძე დაჯილდოვდა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი 5 მარტს გამოძახებაზე მივიდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად დავით ახობაძემ ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანება მიიღო.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. იმერეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პოლიციელს დავით ახობაძეს მინისტრის სახელით ჯილდო გადაეცა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დავით ახობაძეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის „გლოკის“ მოდელის პისტოლეტი გადაეცა.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 5 მარტს მომხდარ შემთხვევას. ვანის რაიონის სამმართველოში შეტყობინება შევიდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2021
კახეთში გამოძახებაზე მისულ პოლიციელს ნაჯახი ჩაარტყეს

პოლიცია მიღებული შეტყობინების შემდეგ შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. ადგილზე მყოფმა მამაკაცმა, რომელიც თავის მოკვლას სანადირო თოფით აპირებდა, ცეცხლი სამართალდამცველების მიმართულებით გახსნა, რა დროსაც ვანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი დავით ახობაძე დაიჭრა.

დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში დროულად გადაიყვანა, სადაც ექიმებმა მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. რაც შეეხება ბრალდებულს, ის სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

უწყების ცნობით, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დავით ახობაძე მკურნალობას სახლში განაგრძობს. მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0