თერჯოლის რაიონში ფეროშენადნობების ქარხანა აშენდება

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანა
ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
პროექტი ითვალისწინებს ფეროსილიკომანგანუმის ორი საწარმოო ხაზის შექმნას, რომელთა ჯამური წარმადობა წელიწადში 16 ათასი ტონა იქნება.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფეროშენადნობების ქარხანა აშენდება, ნათქვამია ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

პროექტი ითვალისწინებს ფეროსილიკომანგანუმის ორი საწარმოო ხაზის შექმნას, რომელთა ჯამური წარმადობა წელიწადში 16 ათასი ტონა იქნება. საწარმოში 2,8 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და მასში 100 ადგილობრივის დასაქმება იგეგმება.

ფაბრიკა ანაბეჭდი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
ადგილობრივი კომპანიებისთვის უნიფორმებს საქართველოში შეკერავენ

კომპანია „მანგანეზ ინდასტრი“ სახელმწიფოს წინაშე იღებს ვალდებულებას, რომ საწარმოს მაქსიმუმ 2 წელიწადში აამუშავებს.

პროგრამის ფარგლებში საწარმოს ასაშენებლად კომპანიას 61 506 კვ.მ მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა.

კომპანია აცხადებს, რომ წარმოებული პროდუქცია ძირითადად საექსპორტო ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი, რაც ქვეყანაში მილიონობით დოლარის შემოდინებას უზრუნველყოფს. პროდუქციის ექსპორტის ზრდა პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ცვლადებზე, როგორებიცაა ვალუტის გაცვლითი კურსი, დასაქმება, შრომის პროდუქტიულობის ზრდა, ტექნოლოგიური პროგრესი და ა.შ.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

 ვიტამინების, პროტეინებისა და სხვა საკვები დანამატების საწარმო  - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
ქართული ვიტამინები და საკვები დანამატები მეზობელ ქვეყნებში გაიყიდება

პროგრამა მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას.

საუბარია სესხების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რაც მოიცავს 200-ზე მეტი სახის საქმიანობას და მიკროგრანტებს, რომლებიც ეხება 300-ზე მეტი სახის საქმიანობას.

პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6.212 პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0